ხშირად დასმული შეკითხვები

ყველაზე ხშირი კითხვები და პასუხები

რატომ არის თქვენი ნამუშევრები ძვირი იმასთან შედარებით რასაც ინტერნეტში ვხედავთ?

ჩემი ყველა ნამუშევარი დამზადებულია ხელით. თითეული დეტალის ამოჭრა და მომზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ტილოზე კი პრესის გამოყენებით არის გადატანილი. პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამის შედეგად მიღებული ნამუშავრები რაოდენობრივად შეზღუდულია. სინამდვილეში ციფრული რეპროდუქციებისგან განსხვავებით ხელნაკეთი ხელოვნების ყველა ნამუშევარი ითვლება ხელოვნების ორიგინალად ისევე როგორც ნახატები, გარდა ამისა მე მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს ვიყენებ.

თქვენი მასალები ეკოლოგიურია?

როდესაც ეს შესაძლებელია მე ვიყენებ ეკომეგობრულ და ეთიკურად მდიდარ მასალებს  ჩემი ნამუშევრებისა და შეფუთვისთვის. ბევრი ფურცელი, რომელსაც მე ვიყენებ ხელნაკეთია რეციკლირებული ბამბის ქსოვილით. გარდა ამისა, მე ვხმარობ მცენარეულ ზეთზე დაფუძნებულ ბეჭდვის მელნებს და არა გამხსნელებს. ჩემი ეკოლოგიური შეფუთვა უმეტესად დამზადებულია რეციკლირებული მასალებისგან და მისი ხელახლა  გამოყენება და გადამუშავება შესაძლებელია.

 

რა არის ლინოგრავიურა?

 

ლინოგრავიურა არის სტამბური ბეჭდვის ტექნიკა, რომლის დროსაც დიზაინი მოჩუქურთმებულია ლინოლეუმის ბლოკში (Lino) და გამოიყენება როგორც ბეჭედი იმავე დიზაინის მრავალჯერადი შემოქმედებების შესაქმნელად. იმის გამო, რომ მთელი პროცესი ხელით ხორციელდება ლინოგრავიურა სახელწოდებით ”Linocut” გამორჩეულია  თავისი უნიკალური მახასიათებლებით და მიჩნეულია ხელოვნების ორიგინალებად.

 

რა ინსტრუმენტებია საჭირო ლინოგრავიურის შესაქმნელად?

ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოები და მასალები რაც დაგჭირდებათ არის: ლინოლეუმი, კვეთის ხელსაწყოები, მელანი, მელნის როლიკერი, ქაღალდი და პრესი, რომლითაც სურათს გადაიტანთ ბლოკიდან ქაღალდზე.

როგორ მივიღო შესანიშნავი ხაზები და დეტალები?

მე ძალიან მცირე და ძალიან ბასრ ხელსაწყოებს ვიყენებ. ჩემი ყველაზე პატარა ინსტრუმენტი მხოლოდ 0,5 მმ სიგანის U ფორმისაა.

რა შთააგონებს თქვენს ხელოვნებას?

ჩემი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი სიყვარული ძალიან მოქმედებს ჩემს ნამუშავრებზე. მე ვიღებ შთაგონებას სხვადასხვა მიმდინარეოებიდან და კულტურებიდან. მე მიყვარს სიახლეების აღმოჩენა და ამის ჩემს ნამუშავრებში გადმოტანა.

 

გაქვთ სახელოსნო ან გალერეა?

სამწუხაროდ მე არ მაქვს ფიზიკური ადგილმდებარეობა ჩემი ხელოვნების საჩვენებლად. ვითარების შეცვლის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინება ამის შესახებ ჩემს გვერდზე.

რას ურჩევდით დამწყებებს?

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ხელსაწყოები გირჩევთ, რომ ჭრა მოახდინოთ ლინოლიუმის პატარა ნაჭერზე. თავდაპირველად სცადეთ V და U ფორმის სხვადასხვა ხელსაწყოები, რომ ნახოთ თუ როგორ მუშაობენ ისინი. სწორი ან მომრგვალებული ხაზების ჭრის დროს როგორ ხდება ღრმა და არაღრმა ჭრა და როგორ უნდა გააკეთოთ წვრილი ხაზები და გაწმინდოთ დიდი ტერიტორიები. ეცადეთ ხელები და სხეულის ნაწილები მოშორებით იყოს ბასრი ხელსაწყოებისგან რათა  შემთხვევითი ჭრილობებისგან თავი აიცილოთ.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ ამოჭრილი ადგილები არ იბეჭდება, ხოლო დანარჩენი ადგილები კი მელანს მიიღებს. ყურადღება მიაქციეთ, თუ სად მოახდენთ ჭრას, რადგან ადვილია ჭრის დროს შეყოლა, გართობა და არასწორი ტერიტორიების ამოჭრა. და ბოლოს, შეინახეთ ინსტრუმენტები ბასრ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბასრი ხელსაწყოები შეიძლება უფრო დამაშინებელი ჩანდეს ისინი სინამდვილეში ნაკლებად საშიშია.

მე ვეძებ მხატვრებს თანამშრომლობისთვის. თუ ხართ დაინტერესებული?

ყოველთვის მაინტერესებს თანამშრომლობა და მოხარული ვიქნები ამით. გთხოვთ ნუ მოგერიდებათ შემომთავაზოთ თქვენი იდეები! ამის გაკეთება შეგიძლიათ ელ.ფოსტით,  გამოგზავნით ელ.ფოსტაზე info@linoart.ge.

 

როგორ შემიძლია ვიზრუნო ახლად შეძენილ ხელოვნების ნიმუშებზე?

როგორც წესი, შეინახეთ ანაბეჭდები ოთახის ტემპერატურაზე და შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მაღალი ტენიანობა და მზის პირდაპირი სხივები.